სამეცნიერო საქმიანობა

უნივერსიტეტ "მეტეხის" სამეცნიერო საქმიანობა მუდმივ განვითარებაზეა აგებული. ქართულ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებისა და სიახლეების, აგრეთვე უცხოური გამოცდილების გათვალისწინებით, "მეტეხში" საუკეთესო ნოვაციები ინერგება. სამეცნიერო მიმართულებას უნივერსიტეტში პრორექტორი სამეცნიერო დარგში, პროფესორი ჯაბა სამუშია ხელმძღვანელობს.

სამუშაოები ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: დოქტურანტურისა და უშუალოდ სამეცნიერო საქმიანობის გაძღოლას. სიახლე ამ მიმართულებით ის გახლავს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში აქამდე არსებული სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები რეფორმირებას განიცდის. საკმაოდ დიდი და მდიდარი სახელმწიფოებიც კი ასეთი დიდბიუჯეტიანი ინსტიტუტების დაფინანსებას ვეღარ ახერხებენ. ამიტომაც, მსოფლიო საგანმანათლებლო სივრცეში ახალი ტენდენცია ჩნდება: შეიქმნას უფრო მობილური სამეცნიერო ლაბორატორიები, ჯგუფები და ლაბორატორიები უშუალოდ უნივერსიტეტის სივრცეში. ასეთი ჯგუფების არსებობა გაცილებით შედეგიანია და პრაქტიკული დანიშნულება აქვს სტუდენტებისთვის, როგორც მეცნიერთა ნაშრომების უშუალო მომხმარებლისთვის. გარდა ამისა, ამგვარი სისტემა უფრო ხელმისაწვდომია სახელმწიფოსთვის, როგორც დამფინანსებლის და მოსახერხებელია მეცნიერებისთვის.

უნივერსიტეტი "მეტეხი" უახლოეს მომავალში გეგმავს სამეცნიერო კვლევითი ცენტრების შექმნას ეკონომიკისა და იურისპუდენციის მიმართულებით. სამეცნიერო ცენტრები საგრანტო პრინციპით იმუშავებენ. მეტეხის "პროფესურა" გრანტების მოპოვებაზე მუშაობს არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. მიმდინარეობს თანამშრომლობა უცხოურ დონორ ორგანიზაციებთან სამეცნიერო თემების დაფინანსების მიზნით.

თანამედროვე სამეცნიერო მუშაობის საუნივერსიტეტო სტრუქტურა გულისხმობს მოკლევადიანი (დაახლოებით 3-5 წლიანი) სამეცნიერო ლაბორატორიების შექმნას, სადაც მეცნიერთა ჯგუფი დაამუშავებს რომელიმე კონკრეტულ თემას. სამუშაოების დასრულების შემდეგ ჯგუფი დაიშლება, მეცნიერები კი ახალ გაერთიანებას შექმნიან ახლა უკვე სხვა თემის საკვლევად.

დღეისთვის, უნივერსიტეტ "მეტეხში" მომუშავე პროფესორთა ნაწილი მოწვეულია სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან. სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯაბა სამუშია აცხადებს, რომ საუნივერსიტეტო პრიორიტეტი მომავალში საკუთარი კადრების აღზრდა იქნება.

ყველა სტუდენტს ეძლევა საშუალება მინიმუმ ერთხელ წელიწადში უნივერსიტეტის დიდ კონფერენციაში მიიღოს მონაწილეობა. უნივერსიტეტი გამოსცემს სამეცნიერო ჟურნალებს და ყოველწლიურ სამეცნიერო კრებულს, სადაც უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესურა და მეცნიერ-თანამშრომლები საკუთარ სტატიებს თუ სამეცნიერო ნამუშევრებს აქვეყნებენ და სასწავლო სამეცნიერო ჟურნალს სტუდენტებისთვის, რომელშიც "მეტეხის" სტუდენტთა საკონკურსო ნაშრომები ქვეყნდება.

უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები გარდა შიდა კონფერენციებისა ორგანიზებას უწევენ და მონაწილეობას იღებენ საერთაშოსო, რეგიონალურ, ადგილობრივ უნივერსიტეტთაშორის კონფერენციებში. მაგალითად 2010 წლის აპრილში უნივერსიტეტი მეტეხი მონაწილეობას იღებდა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში "ხარისხი და პროფესია".

უნივერსიტეტ "მეტეხს" გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რომვალდო დელ ბიანკო საერთაშორისო ფონდთან (ფლორენცია იტალია), რომელიც ერთობლივი ვორქშოფების და კონფერენციების ჩატარებას ითვალისწინებს.

აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში თბილისის უნივერსიტეტ "მეტეხის" ეგიდით 2008 წელს ფლორენციაში გაიმართა ლიტერატურული კონფერენცია "თომას ელიოტი და იტალიური კულტურა". კონფერენციას ორგანზებას უწევდნენ თბილისის უნივერსიტეტ "მეტეხის" პროფესორი თემურ კობახიძე საქართველოდან და სან ხორხეს უნივერსიტეტის პროფესორი დაგლასი (კალიფორნია, აშშ).

ასევე, 2010 წლის თებერვალში ფლორენციაში გაიმართა სტუდენტური ვორქშოპი "მშობლების შეცდომები შვილებმა უნდა გამოსწორონ", რომელიც საერთაშორისო კონფლიქტებს და მათი დაძლევის გზებს მიეძღვნა. კონფერენციას ორგანიზებას უქევდნენ უნივერსიტეტ "მეტეხის" რექტორი ქალბატონი მანონ ქირთბაია, პროფესორები თამაზ ყანდარელი და თემურ კობახიძე, რომლებიც პარალელურად დელბიანკოს საერთაშორისო ფონდის ექსპერტებს წარმოადგენენ და ფონდის საქმიანობში იღებენ მონაწილეობას.

ამდენად თბილისის უნივერსიტეტი "მეტეხი" აქტიურადაა ჩაბმული, როგორც ქართულ, ასევე დასავლეთის წამყვან სამეცნიერო წრეებში და მომავალსი უნივერსიტეტის განვითარების გეგმების შესაბამისად ასეთი სახის პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარება იგეგმება.