რექტორის მისალმება

"საქართველო დიდი ეკონომიკური და სოციალური გარდაქმნების ეტაპზეა. ფუნდამენტალური რეფორმებით ჩვენიქვეყნის მთავრობა ცდილობს დაიმკვიდროს თავისი ადგილი ევროპისა და მსოფლიო თანამეგობრობაში. რევოლუციური გარდაქმნები მიმდინარეობს საქანმანათლებლო სფეროშიც. ჩვენი სურვილი იყო, ქართული საგანამანათლებლო კულტურის გათვალისწინებით საქართველოში დაგვემკვიდრებინა საუკეთესო ევროპული საგანმანათლებლო ტრადიციები და შეგვექმნა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მქონე უმაღლესი განათლების კერა.

"მეტეხში" თქვენ მიიღებთ თანამედროვე, ევროპულ უმაღლეს განათლებას, რაც საუკეთესო ინვესტიციაა თქვენი მომავლისთვის. უნივერსიტეტში მიღებული ცოდნით თქვენ ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებთ საზოგადოებაში. "მეტეხის", როგორც წარმატებულად აკრედიტებული უნივერსიტეტის პრესტიჟზე, მეტყველებს ჩვენი კურსდამთავრებულების ნაყოფიერი საქმიანობა საქართველოში და საზღვარგარეთ. მიხარია, რომ უკანასკნელი მიღწევების საფუძველზე, "მეტეხი" რეგიონში არსებული ერთ-ერთი ახალგაზრდა და წარმატებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა."

პროფესორი მანონ ქირთბაია

რექტორი