კორპორაციებთან ურთიერთობა და დასაქმება

თბილისის უნივერსიტეტ "მეტეხის" ერთ-ერთ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებას თანამედროვე შრომით ბაზარზე ორიენტირებული განათლების მიწოდება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უახლესი დარგების პრიორიტეტულობა, სტუდენტთა პრაქტიკებით და სტაჟირებებით უზრუნველყოფა და მათთვის თეორიულთან ერთად პრაქტიკაზე ორიენტირებლი ცოდნის გადაცემა წარმოადგენს.

შედეგად, უნივერსიტეტი "მეტეხი" ამზადებს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალების, თანამედროვე მოთხოვნებზე ადაპტირებულ კადრებს და, ამავდროულად, ზრუნავს კურსდამთავრებულთა დასაქმებისთვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფაზე.

ბიზნესისა და მართვის, ჯანდაცვის, სამართლის და ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტების სტუდენტთა პრაქტიკული გამოცდილებით უზრუნველსაყოფად და მათთვის ცალკეული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის და საჭირო კავშირების დამყარებაში ხელშეწყობის მიზნით, უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები პრაქტიკებსა და სტაჟირებებზე ისეთ მსხვილ კორპორაციებთან და ორგანიზაციებთან, როგორიცაა: სადაზღვეო კომპანია "აი სი ჯგუფი", მედიაჰოლდინგი "დრონი ჯი", მედიაგიგანტ "ნიუ-იორკ თაიმსის" სინდიკატის წევრი ქართულენოვანი რედაქცია "იბერია", ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი, ი. ფაღავას სახელობის პედიატრიის ინსტიტუტი, ზოგადი თერაპიის კლინიკა, მორფოლოგიის ინსტიტუტი, საქორგგაზი, "ჯორჯიან ლეგალ სერვის კომპანია", თბილისის N. 4 პურის ქარხანა, კლინიკური ელექტროფიზიოლოგიის ასოციაცია, სტომატოლოგიური კლინიკა "ლიდერ დენტი", დენტალი და ა.შ.

ამასთან, თბილისის უნივერსიტეტი "მეტეხი" ხელს უწყობს სტუდენტებს ბიზნესის და საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის ისეთი ფორმების ორგანიზებაში, როგორიცაა ბიზნეს ფორუმების და კონფერენციების მოწყობა სხვადასხვა აქტუალურ თემებზე.

უნივერსიტეტი მხარს უჭერს სტუდენტურ ინიციატივებს სხვადასხვა პროექტებში, სოციალურ, ჰუმანიტარულ და ეკოლოგიურ აქტივობებში ჩაბმულობისთვის და ამ მიზნით მათ თანამშრომლობას საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან, ქართულ და უცხოურ ფონდებთან და ა.შ.

დასაქმების რესურსები
 

 

უნივერსიტეტის სტუდენტები პრაქტიკული საქმიანობისას უნივერსიტეტ "მეტეხის" ერთ-ერთ სამედიცინო ბაზაზე