თვითმმართველობა

თბილისი უნივერსიტეტი “მეტეხის” სტუდენტური ორგანიზაცია წარმოადგენს სტუდენტთა თავისუფალ და დამოუკიდებელ გაერთიანებას, რომლის მიზანია, სტუდენტობა აქტიურად ჩართოს უნივერსიტეტის ცხოვრებაში, შექმნას მობილური ჯგუფები ფაკულტეტებზე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც უნივერსიტეტის მართვის, ასევე სასწავლო პროცესის და სტუდენტთა უფლებების დაცვის საკითხებში.

სტუდენტური ორგანიზაციის ძირითადი ამოცანაა უნივერსიტეტში შექმნას დემოკრატიისა და საჯაროობის ატმოსფერო, დაიცვას სტუდენტის, როგორც აკადემიური, ისე სოციალური და პოლიტიკური უფლებები, განახორციელოს ბოლონიის პროცესით გათვალისწინებული სტუდენტთა უფლებების ლეგიტიმაცია და შეუერთდეს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს.

 

გთხოვთ გაეცნოთ თბილისის უნივერსიტეტ "მეტეხის" სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას:

მიმაგრებული ფაილები: