ფარმაცევტის თანაშემწე (მილევად რეჟიმში)

 

პროგრამის ტიპი: დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამა

სწავლების ენა: ქართული

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:  ფარმაცევტის თანაშემწის დიპლომირებული სპეციალისტი

სწავლების მოცულობა (კრედიტების და საათების რაოდენობა): 180 კრედიტი.  4500 საათი. აქედან საკონტაქტო-2233 საათი, ხოლო დამოუკიდებელი მუშაობისათვის 2267 საათი.

 

პროგრამის სტრუქტურა

დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 აკადემიური წლით, რომელიც მოიცავს 6 სასწავლო სემესტერს. პროგრამის დასაუფლებლად აუცილებელია 180 ECTS კრედიტის დაგროვება. 1 სემესტრის ხანგრძლივობა შეადგენს 19 კვირას. აქედან სასესიო კვირა არის 4. ერთი კრედიტი უტოლდება 25 საათს, რომელიც მოიცავს როგორც სააუდიტორო, ისე სტუდენტის დამოუკიდებელ მუშაობას. კრედიტების ყოველწლიური რაოდენობა არის 60 ECTS კრედიტი.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს მხოლოდ სრული საშუალო განათლების მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ს.ს.ი.პ. გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ამასთანავე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური აქტით მოპოვებული აქვს უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება.

 

დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია:

  • აღჭურვოს კურსდამთავრებული დარგის მთავარი პრინციპებისა და მეთოდების ცოდნით
  • მოამზადოს კურსდამთავრებული პრაქტიკული ხასიათის საქმიანობისთვის
  • მისცეს სტუდენტს ასევე თეორიული ცოდნა აღნიშნულ სფეროში და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
  • დაამყაროს კურსდამთავრებულმა კომუნიკაცია როგორც მშობლიურ ასევე უცხო ენაზე, მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით და გამოიყენოს იგი პრაქტიკაში.
  • შეძლოს მომხმარებლისთვის დახმარების აღმოჩენა ფარმაცევტის მეთვალყურეობის ქვეშ
  • შეძლოს სამკურნალო საშუალებების დამზადება ფარმაცევტის მეთვალყურეობის ქვეშ
  • დაიცვას ეთიკის ნორმები
  • ჰქონდეს გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების დროს პირველადი დახმარების გაწევის უნარი
  • ზოგადად ხელი შეუწყოს ცოდნის მიღებას და მიღებული ცოდნის გაცნობიერებას და მის პრაქტიკაში გამოყენებას.
  • შეეძლოს დასკვნის გამოტანა და შემდგომი რეაგირება.
  • ჩამოუყალიბოს პროფესიული და პიროვნული ღირებულებები

სწავლის შედეგები/კომპეტენციის დონე

დარგობრივი ცოდნა:

  • ფარმაცევტული პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი საბაზისო და კლინიკური დისციპლინები.
  • სამკურნალო საშუალებებისა და ორგანიზმზე მათი მოქმედების მექანიზმები.
  • სტანდარტიზაციის საფუძვლები.
  • სამკურნალო საშუალებების მომზადების ტექნოლოგიური პროცესი.
  • წამლის პროცესის კონტროლი მათი დამზადებისა და შენახვის სტადიებზე.
  • სამკურნალო საშუალებების შენახვა და გაცემა.
  • სამკურნალო საშუალებების დამზადება ფარმაცევტის მეთვალყურეობის ქვეშ
  • გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევების დროს პირველადი დახმარების გაწევის უნარი

ცოდნა და გაცნობიერება:

  • აქვს დარგის მთავარი პრინციპებისა და მეთოდების ცოდნა, რაც პროფესიული საქმიანობისა და პიროვნული განვითარების საფუძველია;
  • აცნობიერებს პროფესიულ პასუხისმგებლობასა და სათანადო ეთიკურ ნორმებს.
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: შეუძლია შესაბამისი თეორიული კონცეფციების პროფესიულ გარემოში გადატანა და საქმიანობა სტანდარტული და აპრობირებული მეთოდების გამოყენებითა და ეთიკური ნორმების დაცვით.
  • დასკვნის გაკეთების უნარი: შეუძლია კარგად განსაზღვრული პრობლემების ამოცნობა, მათი გადაჭრისათვის სათანადო მონაცემების იდენტიფიცირება და ანალიზი სტანდარტული მეთოდების გამოყენებით, ასევე დასაბუთებული დასკვნების გაკეთება.
  • კომუნიკაციის უნარი: თავისი პროფესიული პასუხისმგებლობის ფარგლებში, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეუძლია კომუნიკაცია სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან, მათ შორის უცხოურ ენაზე;
  • იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, მათ შორის პროფესიული თვალსაზრისით.
  • აქვს პერზენტაციის უნარი


სწავლის უნარი:

  • შეუძლია სწავლის გაგრძელება დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხით.


დასაქმების სფეროები

პროგრამის კურსდამთავრებულს პროფილის მიხედვით შეუძლია წარმატებით დასაქმდეს აფთაიქებში და ასევე წამლის დასამზადებელ ლაბორატორიებში, აწარმოოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში რიგი საქმიანობა ფარმაცევტის მეტვალყურეობის ქვეშ.

კურსდამთავრებულს საშუალება ეძლევა სწავლა განაგრძოს საბაკალავრო პროგრამაზე.