საბანკო საქმე (მილევად რეჟიმში)
პროგრამის ტიპი: დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამა
სწავლების ენა: ქართული
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: დიპლომირებული სპეციალისტი საბანკო საქმეში
სწავლების მოცულობა (კრედიტების და საათების რაოდენობა): 180 კრედიტი. 4500 საათი აქედან საკონტაქტო 2300 საათი, დამოუკიდებელი მუშაობისათვის 2200 საათი.
პროგრამის სტრუქტურა: დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება 3 აკადემიური წლით, რომელიც მოიცავს 6 სასწავლო სემესტერს. პროგრამის დასაუფლებლად აუცილებელია 180 ECTS კრედიტის დაგროვება. 1 სემესტრის ხანგრძლივობა შეადგენს 19 კვირას. აქედან სასესიო კვირა არის 4. ერთი კრედიტი უტოლდება 25 საათს, რომელიც მოიცავს როგორც სააუდიტორო, ისე სტუდენტის დამოუკიდებელ მუშაობას. კრედიტების ყოველწლიური რაოდენობა არის 60 ECTS კრედიტი.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს მხოლოდ სრული საშუალო განათლების მქონე პირი, რომელიც აკმაყოფილებს “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ჩაბარებული აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ს.ს.ი.პ. გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ამასთანავე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური აქტით მოპოვებული აქვს უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება.
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი
- პროგრამის მიზანია ”დიპლიმირებული სპეციალისტი საბანკო საქმეში” კვალიფიკაციის მქონე პირის მომზადება და პროფესიული უნარჩვევების ჩამოყალიბება.
- აღჭურვოს კურსდამთავრებული დარგის მთავარი პრინციპებისა და მეთოდების ცოდნით
- მოამზადოს კურსდამთავრებული პრაქტიკული ხასიათის საქმიანობისთვის
- მისცეს სტუდენტს ასევე თეორიული ცოდნა აღნიშნულ სფეროში და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
- შეეძლოს კურსდამთავრებულს მონაცემების გამოყენებით, კრიტიკული მიდგომის გათვალისწინებით ბიზნესის სფეროში ინფორმაციების შეგროვება და გადამუშავება.
- შეეძლოს საქართველოს საფინანსო-ეკონომიური მდგომარეობის შესწავლა და მისი აანალიზის საფუძველზე დასკვნის შემუშავება
- დაამყაროს კურსდამთავრებულმა კომუნიკაცია როგორც მშობლიურ ასევე უცხო ენაზე, მოიპოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით და გამოიყენოს იგი პრაქტიკაში.
- ჩამოუყალიბოს პროფესიული და პიროვნული ღირებულებები
სწავლის შედეგები/კომპეტენციის დონე
დარგობრივი ცოდნა და გაცნობიერება:
- ფლობს საბანკო საქმის ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლებს,
- საქართველოს საბანკო სისტემის თავისებურებს, სავალუტო რეგულირებას და საკანონმდებლო ნორმატიული ბაზას
- გააჩნია ცოდნა საბანკო ოპერაციების, გარიგებების სახეებსა და ტექნოლოგიების შესახებ
- აცნობიერებს ბანკის საბუღალტრო, საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენას
- ფლობს საბანკო ოპერაციების მომგებიანობის განსაზღვრის მეთოდიკას
- ფლობს სტრატეგიული მართვის და დაგეგმვის მეთოდიკას
- გააჩნია ცოდნა საბანკო რისკების შეფასების, დაზღვევის და საბანკო რისკების მინიმიზაციის მეთოდების შესახებ
- ფლობს საბანკო უსაფრთხოების და მისი აღრიცხვის მეთოდებს
- გაცნობიებული აქვს საქართველოს საბანკო საგადასახადო სისტემა
- ფლობს პროფესიული ეთიკისა და ფსიქოლოგიის საფუძვლებს
- აქვს სრულყოფილ განათლება საბანკო-სადაზღვევო სისტემის სფეროში;
- გაცნობიერებული აქვს საქართველოს საკრედიტო სფეროში მიმდინარე პროცესები;
- ფლობს საბანკო და სადაზღვევო დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკას, მისი რეგულირების მეთოდებს;
პრაქტიკული ცოდნა
- საბანკო ოპერაციების განხორციელება იურიდიული და ფიზიკური პირების მომსახურებით
- კონტროლი ანგარიშების მდგომარეობასა და კლიენტებთან
- საგადასახადო გარიგებების პირობების შესრულებაზე
- საბანკო ოპერაციების და მომსახურების საბუღალტრო აღრიცხვას განხორციელება
- საბუღალტრო, საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა
- ბანკისა და მისი კლიენტების საქმიანობის დამახასიათებელი ეკონომიკური და სტატისტიკური მაჩვენებლის ანგარიშების შედგენა, ბანკის ორგანიზაციულ-სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტა, ბანკისა და მისი კლიენტების საქმიანობისა და ფინანსური მდგომარეობის ანალიზი, განზოგადება და შედეგების გაფორმება.
- საბანკო კომპიუტერული პროგრამების გამოყენება
- ინდივიდუალური, ჯგუფური, გუნდური შრომის ორგანიზაცება
- მოლაპარეკებების წარმართვა, მონაწილეობა საუბრებში და პუბლიცისტურ გამოსვლებში, პრეზენტაციეში
დასკვნის გაკეთების უნარი:
შეუძლია კარგად განსაზღვრული პრობლემების ამოცნობა, მათი გადაჭრისათვის სათანადო მონაცემების იდენტიფიცირება და ანალიზი სტანდარტული მეთოდების გამოყენებით, ასევე დასაბუთებული დასკვნების გაკეთება.
კომუნიკაციის უნარი: თავისი პროფესიული პასუხისმგებლობის ფარგლებში, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეუძლია კომუნიკაცია სპეციალისტებთან და არასპეციალისტებთან, მათ შორის უცხოურ ენაზე;
იყენებს თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს, მათ შორის პროფესიული თვალსაზრისით.
აქვს პერზენტაციის უნარი
სწავლის უნარი:
შეუძლია სწავლის გაგრძელება დამოუკიდებლობის გარკვეული ხარისხით.
დასაქმების სფეროები
პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია ჩაერთოს ბიზნეს საქმიანობის პროცესში, თანაბარი წარმატებით შეუძლიათ იმოღვაწეონ როგორც საჯარო ასევე კერძო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ფუნქციონირებად საწარმოებში და ორგანიზაციებში, ბანკებში, საფინანსო კომპანიებში და საინვესტიციო ფონდებში.






