საქართველო
საქართველო პატარა აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანაა შავი ზღვის ნაპირას. მისი უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის, ლანდშაფტის, კულტურული ტრადციების და ისტორიული მემკვიდრეობის გამო საქართველო ძალიან მიზიდველია თითოეული ვიზიტორისთვის. ბოლო დროს დაწყებული რეფორმების, გამარტივებულ სავიზო რეჟიმის და სასწავლო პროცედურების შედეგად ქვეყანა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
ბუნება:
საქართველოს, როგორც ტურიზმისათვის საუკეთესო ქვეყანას ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია მნახველთათვის. ესაა ქვეყანა, სადაც წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ისიამოვნოთ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე მარადმწვანე ქალაქ ბათუმის სუბტროპიკული კლიმატით. ხოლო ბათუმიდან 2 საათის დაშორებით მდებარე კავკასიონის მაღალმთიან ქედზე სათხილამურო სეზონი წელიწადის 12 თვის განმავლობაში მიმდინარეობს. თოვლიანი მყინვარების და ზღვის სანაპირო ზოლში მდეგარე სუბტროპიკული ტყეების სიახლოვეს კი შეგიძლიათ იხილოთ ნახევარუდაბნოს ლანდშაფტი და უძველესი ოკეანეების ნარჩენები.
თვალწარმტაცი ბუნება, მრავალფეროვანი ლანდშაფტი, კავკასიონის ქედი, ევროპის უმაღლესი მწვერვალები და სოფლები, მთები რომელთა სიმაღლე 5000 მეტრს აღემატება, შავი ზღვის სუბტროპიკული ზონა, ტყეები, ტბები, მდინარეები და ჩანჩქერები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, კურორტები და მინერალური წყლები, ისტორიული ძეგლები, ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა და განთქმული სამზარეულო - ქმნის საქართველოს მიმზიდველ ქვეყნად.
კულტურა:
საქართველოს კულტურა და ტრადიციები ერთდროულად მოიცავს აღმოსავლურ და დასავლურ კულტურას და წარმოადგენს ევროპისა და აზიის ერთგვარ შერწყმას. მაღალმთიანი რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობას დღესაც თითქმის უცვლელი სახით აქვს შემონახული უძველესი წესჩვეულებები და მათზე გავლენა არ მოუხდენია თანამედროვე ცივილიზაციას.
ამ პატარა სივრცეში 284 კურორტი, 150 მუზეუმი, 12 000 ისტორიისა და არქიტექტურის ძეგლი, რომელთაგან 4 შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლთა ნუსხაში, 19 ნაკრძალი და უამრავი საინტერესო ადგილია თავმოყრილი. ჩვენს ქვეყანაში პოპულარულია ტურიზმის ისეთი სახეები, როგორიცაა: კულტურული ტურიზმი: არქეოლოგია, ისტორია, ეთნოგრაფია; სათავგადასავლო ტურიზმი: მოგზაურობა, მთების დალაშქვრა, თხილამურებით სრიალი, ცხენებით ჯირითი და ა. შ.; საკურორტო და რეკრეაციული ტურიზმი; ეკო-ტურიზმი; შეკრებები და კონფერენციები; ტურიზმი ღვინის მოყვარულთათვისა, გურმანებისათვის და ფოტოგადაღებებისათვის.
დამატებითი ინფორმაცია:
Visa Information for Foreign Citizens:









