მოგესალმებით!
თბილისის უნივერსიტეტი "მეტეხი" ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც მდიდარი საერთაშორისო კავშირებით გამოირჩევა. უნივერსიტეტ "მეტეხის" მიზნები ევროპული საგანმანათლებლო სტანდარტების და ღირებულებების პატივისცემას, სტუდენტის უფლებების მხარდაჭერას და საერთაშორისო ურთიერთობის განვითარებას ეფუძნება.
ახალი ამბები:
25 აგვისტო 2010
თბილისის უნივერსიტეტი "მეტეხი" 2010 წლის 1 სექტემბრიდან იწყებს სტუდენტთა რეგისტრაციას 2010 -2011 საასწავლო წლისთვის.
3 ივლისი 2010
2010 წლის 22 ივნის თბილისის უნივერსიტეტ ”მეტეხში” გამართულ სტუდენტთა და მეცნიერთა კონფერენციაში 40-მდე სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი მონაწილეობდა.
1 ივლისი 2010
თბილისის უნივერსიტეტი ”მეტეხი” ფოტოგრაფებს და დიზაინერებს გთავაზობთ კონკურსს განათლების თემაზე კრეატიული ფოტორეკლამის შესაქმნელად.
29 ივნისი 2010
თბილისის უნივერსიტეტ "მეტეხის" ვებ-გვერდზე ამოქმედდა ელექტრონული პორტალი. პორტალზე სტუდენტებს პირადი ანგარიშის მეშვეობით საშუალება ეძლევათ მართონ, როგორც საკუთარი სასწავლო გეგმა და პროცესი, ასევე მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია დაგროვილი კრედიტების, საუნივერსიტეტო სიახლეების და ა.შ. შესახებ.
21 ივნისი 2010
საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასა და თბილისის უნივერსიტეტ „მეტეხს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე „მეტეხის“ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის ხელმისაწვდომია ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული სრული ფონდი.







